"ერთი მხრივ, კვარაცხელიას ბარსასთან შეხვედრით გაუმართლა, რადგან.." - ტურეს ყოფილი აგენტი ხვიჩაზე » სპორტის ხაზი

"ერთი მხრივ, კვარაცხელიას ბარსასთან შეხვედრით გაუმართლა, რადგან.." - ტურეს ყოფილი აგენტი ხვიჩაზე

"ერთი მხრივ, კვარაცხელიას ბარსასთან შეხვედრით გაუმართლა, რადგან.." - ტურეს ყოფილი აგენტი ხვიჩაზე
19-12-2023, 13:23
Aa Aa
გაზიარება:

წარსულში ცნობილი ფეხბურთელის, იაია ტურეს აგენტმა, დმიტრი სელიუკმა ნაპოლისა და ბარსელონას ჩემპიონთალიგურ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ სელიუკმა ყველასგან გამოარჩია ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორი, რომელზეც მან საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"ჩემი აზრით, ამ ბიჭს ბარსელონასთან თამაშით ძალიან გაუმართლა, რადგან თუ თავის გამოჩენას შეძლებს, მაშინ არაერთი მსოფლიო გრანდის ინტერესის სფეროში მოექცევა."

"ცხადია, ის უკვე პერსპექტიული ფეხბურთელია და სახელიც მოიპოვა, მაგრამ ბარსასთან წარმატებით თამაში? ეს საერთოდ სხვა რამაა,"
- თქვა სელიუკმა

ცნობისთვის, ბარსელონასა და ნაპოლის პირველი დაპირისპირება 14 თებერვალს შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი