შეთავაზება რუსეთიდან - დინამო თბილისის ლეგიონერს მსურველები გამოუჩდნენ » სპორტის ხაზი

შეთავაზება რუსეთიდან - დინამო თბილისის ლეგიონერს მსურველები გამოუჩდნენ

შეთავაზება რუსეთიდან - დინამო თბილისის ლეგიონერს მსურველები გამოუჩდნენ
19-12-2023, 13:13
Aa Aa
გაზიარება:

ქართულ და რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დინამო თბილისის გვინეელ ლეგიონერს, უსმან კამარას მსურველები არაერთი კლუბიდან ჰყავს.

ბოლო ინფორმაციით, კამარას გადაბირებით რუსული ურალია დაინტერესებული, რომლის შიდა პოლიტიკაშიც ლეგიონერებით გაძლიერება პრიორიტეტად დიდი ხანია მოიაზრება.

გარდა ურალისა, გვინეელი მოთამაშის გადაბირებით დაინტერესებული არიან უკრაინული კლუბები, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს დინამო თბილისი.

ცნობისთვის, რუსეთის პრემიერ ლიგის ბინადარი ურალი დინამო თბილისს კამარას ტრანსფერში 400 000 ევროს სთავაზობს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ კამარამ საქართველოს ჩემპიონატში ჯამურად 107 მატჩი ითამაშა და თავი 32 გოლითა და 19 ასისტით დაგვამახსოვრა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი