120 ათასი ევრო - მანჩესტერ სიტი მსაჯზე ზეწოლისთვის დააჯარიმეს » სპორტის ხაზი

120 ათასი ევრო - მანჩესტერ სიტი მსაჯზე ზეწოლისთვის დააჯარიმეს

120 ათასი ევრო - მანჩესტერ სიტი მსაჯზე ზეწოლისთვის დააჯარიმეს
18-12-2023, 22:34
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ დაიწერა, რომ მანჩესტერ სიტი 120 ათასი ევროთი დააჯარიმეს, მიზეზი კი მსაჯზე ზეწოლა გახლავთ.

საქმე ისაა, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის ერთ-ერთ უკანასკნელ ტურში, კერძოდ სიტისა და ტოტენჰემის დაპირისპირებაში ბოლო წუთებზე შეხვედრის არბიტრმა, სიმონ ჰუპერმა გვარდიოლას გუნდისთვის გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო და მანჩესტერელებს თამაშის მოგების შანსი წაართვა, რის გამოც მას გარს ერთბაშად მთელი მანჩესტერი შემოეხვა, რაც, როგორც ჩანს, სიტის არ აპატიეს.

მიუხედავად ამ სასჯელისა, ინგლისურ მედიაში აზრი დღემდე ორადაა გაყოფილი და ზოგიერთი გამოცემა მიიჩნევს, რომ ჰუპერმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა, რის გამოც სიტიმ 3 ქულის აღების შესაძლებლობა დაკარგა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჯერჯერობით უცნობია აპირებს თუ არა მანჩესტერ სიტი ამ სასჯელის უაპელაციოდ მიღებასა და შესრულებას.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი