მარსელი - შახტარი | პაპენი ფრანგულ-უკრაინულ დაპირისპირებას აფასებს » სპორტის ხაზი

მარსელი - შახტარი | პაპენი ფრანგულ-უკრაინულ დაპირისპირებას აფასებს

მარსელი - შახტარი | პაპენი ფრანგულ-უკრაინულ დაპირისპირებას აფასებს
19-12-2023, 15:20
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გუშინ მიყოლებით გაიმართა როგორც ჩემპიონთა, ისე ევროპისა და კონფერენს ლიგის პლეიოფის წილისყრები, სადაც ქართველი მოთამაშეებს მეტოქეები გავარკვიეთ.

ევროპა ლიგაზე თამაში ირაკლი აზაროვისა და გიორგი გოჩოლეიშვილის შახტარს მარსელთან მოუწევს, რომლის ამჟამინდელმა ელჩმა, ჟან-პიერ პაპენმა კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ფრანგებს იოლი მატჩები არ ელით:

"შახტართან დაპირისპირება იოლი არ იქნება, რადგან ეს არის კლუბი, რომელიც ევროტურნირებზე სტაბილურად თამაშობს. მათ ამ სეზონში ბარსელონას დამარცხება შეძლეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ორივე შეხვედრა საკმაოდ რთული და დაძაბული უნდა გამოდგეს", - თქვა პაპენმა

შეგახსენებთ, რომ შახტარისა და მარსელის პირველი 1/16 ფინალური მატჩი 16 თებერვალს გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი