აქამდე ინგლისში უმუშავია - ბორჯღალოსნების ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია » სპორტის ხაზი

აქამდე ინგლისში უმუშავია - ბორჯღალოსნების ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

აქამდე ინგლისში უმუშავია - ბორჯღალოსნების ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
18-12-2023, 17:20
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა იმ ადამიანის ვინაობა, რომელიც ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლევან მაისაშვილს ჩაანაცვლებს.

როგორც ოფიციალურად დაიწერა, ეს ადამიანი რიჩარდ კოკერილი იქნება, რომელსაც თანამდებობაზე 20 დეკემბერს წარადგენენ.

ცნობისთვის, კოკერილს აქამდე ინგლისის ეროვნულ ნაკრებში უმუშავია. გარდა ამისა, რიჩარდი სხვადასხვა დროს მონპელიეში, ედინბურგსა და ლესტერ ტაიგერსში მუშაობდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რიჩარდ კოკერილი საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტს 1+1+2 სისტემით გააფორმებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი