"ჯერ ეს მოხდეს და მასში 50 მილიონსაც გადაიხდიან" - ესპანური გამოცემა მამარდაშვილზე წერს » სპორტის ხაზი

"ჯერ ეს მოხდეს და მასში 50 მილიონსაც გადაიხდიან" - ესპანური გამოცემა მამარდაშვილზე წერს

"ჯერ ეს მოხდეს და მასში 50 მილიონსაც გადაიხდიან" - ესპანური გამოცემა მამარდაშვილზე წერს
18-12-2023, 16:25
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო წლებში ვალენსია რომ სერიოზულ კრიზისშია, თანაც არაერთი თვალსაზრისით, ეს უკვე დიდი ხანია ვიცით, რაც ამავე კლუბის შედეგებშიც კარგად ჩანს ხოლმე. მიუხედავად ამისა, ღამურების შემადგენლობაში წარმატების გზაზე დადგომის იმედი მაინც არსებობს, ის კი ქართველ მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე გადის.

როგორც იცით, ესპანეთში გიორგის როგორც სათამაშო, ისე ფინანსური გაგებით ეიმედებათ. სწორედ ის ფაქტი, რომ ქართველი მეკარე დამაჯერებლად თამაშობს და მაღალ დონეს სტაბილურად ინარჩუნებს, ვალენსიას უჩენს შანსს, რომ მის ტრანსფერში მინიმუმ 50 მილიონი ევრო აიღოს, რის შესახებაც ესპანურმა გამოცემამ, კერძოდ Deporte valenciano-მ დაწერა:

"ახლა რომ სხვაგვარი სიტუაცია იყოს, ვალენსია გიორგი მამარდაშვილის დიდი ხნით შენარჩუნებაზე იზრუნებდა, როგორც ყველა სხვა ნორმალური გუნდი, მაგრამ ახლა კლუბს ნამდვილად არ ულხინს და ყველას კარგად ესმის, რომ ქართველი მეკარე მესტალიაზე დიდი ხნით უბრალოდ ვერ დარჩება."

"უდიდესია იმის შანსი, რომ ვალენსიამ მამარდაშვილი უახლოეს მომავალში სხვა კლუბში გაუშვას, მასში კი 50 მილიონ ევრომდე აიღოს. ამისთვის საჭიროა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა რამდენიმე სათამაშო კომპონენტი დახვეწოს, განსაკუთრებით კი ფეხით თამაში და კარიდან გამოსვლები."

"ვალენსიასთვის ოპტიმალური იქნება თუ გიორგის სეზონის ბოლომდე დაიტოვებს, ლა ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს, შემდეგ კი მის ტრანსფერზე რომელიმე კლუბთან მოლაპარაკებას დაიწყებს"
, - წერს ესპანური გამოცემა

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილის კლუბი ესპანეთის ჩემპიონატში მე-10 პოზიციას 20 ქულით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი