პროცენტებში დათვალეს | OPTA ლიგაზე ნაპოლის საჩემპიონო შანსებზე წერს » სპორტის ხაზი

პროცენტებში დათვალეს | OPTA ლიგაზე ნაპოლის საჩემპიონო შანსებზე წერს

პროცენტებში დათვალეს | OPTA ლიგაზე ნაპოლის საჩემპიონო შანსებზე წერს
18-12-2023, 16:04
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და წინ ყველაზე საინტერესო, საპლეიოფო შეხვედრები გველის.

ცხადია, ამ ეტაპისთვის უკვე გამოიკვეთა რამდენიმე კლუბი, რომლებსაც ანალიტიკური გამოცემები ამავე ტურნირის ფავორიტებად ასახელებენ, მათ შორისაა მოქმედი გამარჯვებული მანჩესტერ სიტი, ყველა დროის რეკორდსმენი მადრიდის რეალი, მუდმივად ძლიერი და სტაბილური მიუნხენის ბაიერნი და სხვა.

თუ ბრიტანულ სტატისტიკურ და ანალიტიკურ გამოცემას, კერძოდ კი Opta-ს დავუჯერებთ, ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის შანსები სულ რაღაც 6 პროცენტით ფასდება, მაშინ როცა, მაგალითად გვარდიოლას გუნდს ბრიტანელებმა 36% მიანიჭეს, - იხილეთ ფოტო

პროცენტებში დათვალეს | OPTA ლიგაზე ნაპოლის საჩემპიონო შანსებზე წერს

ვალტერ მაძარის გუნდი ფავორიტებს შორის ინტერსა და ბარსელონას უსწრებს


ცნობისთვის, ნაპოლისა და ბარსელონას პირველი 1/8 ფინალური დაპირისპირება 2024 წლის 14 თებერვალს, ჩვენი დროით 00:00 საათზე ნაპოლის საშინაო კედლებში გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი