დიდი ლეგენდების მატჩი ბათუმში გაიმართება - დეტალები თანდათან ცნობილი ხდება » სპორტის ხაზი

დიდი ლეგენდების მატჩი ბათუმში გაიმართება - დეტალები თანდათან ცნობილი ხდება

დიდი ლეგენდების მატჩი ბათუმში გაიმართება - დეტალები თანდათან ცნობილი ხდება
18-12-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

მარტში, საქართველოს ნაკრების ლეგენდების გუნდი, "ინტერის" ლეგენდებს ბათუმში დაუხვდება!

ცნობილი ხდება, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი პროექტი, "ევროპაბეთის" ორგანიზებით, Sports Orient-თან პარტნიორობით, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების ჩამოსვლა და ქართული ფეხბურთის ვეტერან ვარსკვლავებთან თამაშები საქართველოში მრავალჯერ იქნება.

ვინ ითამაშებს საქართველოს გუნდში? ასევე საინტერესოა რომელი უცხოელი ლეგენდები ჩამოვლენ? ჯერ მხოლოდ რამდენიმეს ვინაობაა ცნობილი.

ქართველების გუნდში ასეთი ინფორმაციაა, რომ აუცილებლად ითამაშებენ შოთა არველაძე, გიორგი ქინქლაძე, თემურ ქეცბაია, ლევან კობიაშვილი.

მოწინააღმდეგე გუნდში იასპარეზებენ ლუიშ ფიგუ, ხავიერ ძანეტი, მარკო მატერაცი და ესტებან კამბიასო 


დამატებით ცნობილი ხდება, რომ მოურინიოს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გუნდიდან, ბათუმში მოედანზე 9 მათგანს ვიხილავთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი