ლა ლიგის მეჩვიდმეტე ტურში ერთმანეთს "ვალენსია" და "ბარსელონა" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა. გიორგი მამარდაშვილს კი საოვარი შეხვედრა ჰქონდა. ქართველმა მეკარემ 6 სეივი შემოგვთავაზა.
ამის შესახებ მატჩის შემდგომ "ვალენსიის" მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა.
"ის როგორც ყოველთვის საუკეთესოა, რომ არა გიორგი ჩვენ ამ შეხვედრას ვერ მოვიგებდით. მან რამოდენიმეჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან, როდესაც გაგვიჭირდა სწორედ ის აღმოჩნდა მთავარი ფიგურა. ჩვენ ბევრი მომენტი შევქმენით და წონასწორობა მალევე აღვადგინეთ. ვფიქრობ, ქულა დავიმსახურეთ."
შეგახსენებთ, რომ 23 წლის ქართველმა მეკარემ მიმდინარე სეზონში კარი მშრალად ხუთჯერ შეინახა.