"ჩემი აზრით, ბოლო დროის ყველაზე საინტერესო ტალანტია" - ჯანფრანკო ძოლა კვარაცხელიაზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"ჩემი აზრით, ბოლო დროის ყველაზე საინტერესო ტალანტია" - ჯანფრანკო ძოლა კვარაცხელიაზე საუბრობს

"ჩემი აზრით, ბოლო დროის ყველაზე საინტერესო ტალანტია" - ჯანფრანკო ძოლა კვარაცხელიაზე საუბრობს
24-10-2022, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიელი ფეხბურთელი, ჯანფრანკო ძოლა "ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა და მედიასთან საინტერესო რამ განაცხადა.

"ხვიჩაზე აქამდე არაფერი ვიცოდი. როდესაც მისი თამაში პირველად ვნახე, ყბა ჩამომივარდა. მთავარი რამ, რაც აღსანიშნავია - ბურთის კონტროლია, ზუსტი პასები და თავბრუდამხვევი ცრუმოძრაობები.

ჩემი აზრით, ბოლო დროის ყველაზე საინტერესო ტალანტია. ნაპოლი მისი დამატებისთვის კომპლიმენტებს იმსახურებს." - განაცხადა ძოლამ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ პარტენოპეის მაისურით ქართველის ანგარიშზე 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. ლუჩანოს ბიჭები მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგურ სტადიაზე, "რეინჯერსის" წინააღმდეგ გამართავენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი