"კვარასა და ოსიმენის თამაში ნამდვილად საჩემპიონო იყო" - რანიერი აღფრთოვანებულია » სპორტის ხაზი

"კვარასა და ოსიმენის თამაში ნამდვილად საჩემპიონო იყო" - რანიერი აღფრთოვანებულია

"კვარასა და ოსიმენის თამაში ნამდვილად საჩემპიონო იყო" - რანიერი აღფრთოვანებულია
17-12-2023, 02:31
Aa Aa
გაზიარება:

"კალიარიმ" დიეგო არმანდო მარადონაზე "ნაპოლისთან" 2:1 წააგო. რანიერის გუნდი გასავარდნი ზონის თავზეა და მე-18 ადგილზე მყოფ "ემპოლის" მხოლოდ 1 ქულით უსწრებს. ნამატჩევს შემდეგ კლაუდიო რანიერიმ შეხვედრაზე ისაუბრა:

"ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვარ, პირველი ტაიმი უკეთესი იყო, მეორე ტაიმის ჩვენთვის უკეთეს მომენტებში კი თავად მივიღეთ გოლები, ეს ხომ ნაპოლია. ფრე ნამდვილად დავიმსახურეთ, მაგრამ ნაპოლის მხოლოოდ კომპლიმენტები ეკუთვნის. კვარასა და ოსიმენის თამაში ნამდვილად საჩემპიონო იყო. მე-2 გოლი? როცა ასეთ შემოქმედებას ჩემპიონები იგონებენ, სხვა არაფერი დაგრჩენია, გარდა იმისა, რომ საქებარი სიტყვები არ დაიშურო. რამდენიმე დასკვნის გაკეთება შეიძლება, უპირველეს ყოვლისა ის, რომ ნეაპოლელები ვაიძულეთ თავი დაეცვათ, მეტი დრო დაეკარგათ, არ ჰქონოდათ თავისუფალი სივრცეები და ებრძოლათ, ჩვენ სწორ გზაზე ვართ. თამაში მარიო რუის შემოსვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, ძირითადი საფრთხე სწორედ რუისა და კვარას ფლანგიდან იყო" - განაცხადა რანიერიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი