"ბრწყინვალე გოლი გაიტანა, განსაკუთრებულია!" - მაძარი კვარაცხელიას აქებს » სპორტის ხაზი

"ბრწყინვალე გოლი გაიტანა, განსაკუთრებულია!" - მაძარი კვარაცხელიას აქებს

"ბრწყინვალე გოლი გაიტანა, განსაკუთრებულია!" - მაძარი კვარაცხელიას აქებს
17-12-2023, 02:17
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია ა-ს მე-16 ტურში "ნაპოლიმ" შინ "კალიარი" 2:1 დაამარცხა. გამარჯვების გოლი 75-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, საგოლე პასი ვიქტორ ოსიმენის აქტივშია, რომელმაც საოცრად ითამაშა, მეტოქის მცველებს აჯობა და ქართველის მისამართით გადაცემა შეასრულა. ხვიჩამაც კი შანსი მშვენივრად გამოიყენა, დარტყმისას ბურთი ჯერ კარის ძელს მოხვდა, შემდეგ კი კარის ბადეში გაეხვა.

"რუის დაბრუნება ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, რადგან ამ სისტემით თამაშისას ფლანგის ფეხბურთელები ერთმანეთს უნდა ეხმარებოდნენ. კვარა მარცხენა მცველის არყოფნას განიცდიდა, ამის გამო უფრო დიდ ენერგიას ხარჯავდა. აქედან გამომდინარე, რუის დაბრუნებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ოსიმენისა და კვარას გოლებით ბედნიერი ვარ, რადგან ნერვიულობა ეტყობოდათ. მათ გადამწყვეტი ფიგურის როლში დაბრუნება სჭირდებოდათ, როგორც ეს გასულ სეზონში იყო.

როცა კვარაცხელია "ნაპოლიში" გადმოვიდა, მას არავინ იცნობდა, თუმცა თავი დაიმკვიდრა და ახლა ყველას თვალი მისკენაა მიმართული, რაც ცხადია მის მიმართ წნეხს აჩენს, კვარა ამას გრძნობს. როგორც მე, ასევე ჩემი ასისტენტები ვზრუნავთ, რომ მან თავი უფრო მშვიდად იგრძნოს. დღეს ბრწყინვალე გოლი გაიტანა, განსაკუთრებული ბიჭია. მჯერა, გუნდს სარგებელს კიდევ არაერთხელ მოუტანს”.
- ამბობს მაძარი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი