გუშინდელი მატჩის მსვლელობისას "რომას" კაპიტანმა, ლორენცო პელეგრინიმ ფეხზე დისკომფორტი იგრძნო და მედპერსონალის დახმარება ითხოვა.
ამ დროს ბურთი ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას ჰქონდა, რომელსაც თავისუფლად შეეძლო ახალი კონტრშეტევის წამოწყება.
თუმცა, 21 წლის შემტევმა ბურთი მოედნის ფარგლებს გარეთ გადააგდო. ხვიჩამ თამაშის გაჩერება და მოწინააღმდეგესთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა მოითხოვა, რასაც ოლიმპიკოზე დამსწრები გულშემატკივრების მხრიდან ოვაციები მოჰყვა.