ერლინგ ჰოლანდი კრისტალ პალასთნ შეხვედრას გამოტოვებს » სპორტის ხაზი

ერლინგ ჰოლანდი კრისტალ პალასთნ შეხვედრას გამოტოვებს

ერლინგ ჰოლანდი კრისტალ პალასთნ შეხვედრას გამოტოვებს
15-12-2023, 23:04
Aa Aa
გაზიარება:

ერლინგ ჰოლანდის მიკრო ტრავმა არც ისეთი მარტივი აღმოჩნდა, როგორსაც ელოდნენ, ნორვეგიელი ფეხბურთელი პრემიერ ლიგის ეგიდით გასამართ შეხვედრას "კრტისტალ პალასის" წინააღმდეგ გამოტოვებს.

ინფორმაცია პეპ გვარდიოლამ უკვე დაადასტურა, მისი განმარტებით საგანგაშო არაფერია, მაგრამ ჰოლანდი კლუბს ვერც ამ კვირას დაეხმარება და ვერც მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გაემგზავრება კლუბთან ერთად.

"სიტი" საუდის არაბეთში მიემგზავრება, სადაც მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ნახევარფინალიდან ჩაერთვება საქმეში და ისტორიაში პირველად შეეცდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტიტულის მოგებას.

აქამდე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ინგლისის სამ წარმომადგენელს აქვს მოგებული: "მანჩესტერ იუნაიტედს", "ლივერპულს" და რა თქმა უნდა "ჩელსის".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი