შეელევა თუ არა "ნაპოლი" კვარაცხელიას იანვარში? - ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს » სპორტის ხაზი

შეელევა თუ არა "ნაპოლი" კვარაცხელიას იანვარში? - ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს

შეელევა თუ არა "ნაპოლი" კვარაცხელიას იანვარში? - ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს
24-10-2022, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

მედიაში ბევრი იწერებოდა იმის შესახებ, რომ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით რამდენიმე გრანდი ინტერესდებოდა. ასევე საუბრობდნენ იმაზე, რომ შესაძლოა "ნაპოლიმ" 21 წლის შემტევი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სასურველ თანხად გაყიდოს.

თუმცა, ჭორები ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება — ნაპოლი ქართველ შემტევს იანვარში არსად გაუშვებს.

ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს თქმით, პარტენოპეისა და კვარას ურთიერთობა ძალიან კარგად ვითარდება და კლუბი მისთვის გაუმჯობესებული ხელფასის შეთავაზებას აპირებს.

ასე რომ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი იანვარში კლუბს არ შეიცვლის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი