ანჩელოტი: "ბარსელონასა" და "ჟირონას" მატჩი ძალიან სასიამოვნო გამოდგა » სპორტის ხაზი

ანჩელოტი: "ბარსელონასა" და "ჟირონას" მატჩი ძალიან სასიამოვნო გამოდგა

ანჩელოტი: "ბარსელონასა" და "ჟირონას" მატჩი ძალიან სასიამოვნო გამოდგა
12-12-2023, 02:10
Aa Aa
გაზიარება:

ლა ლიგის მეთექვსმეტე ტურში კატალონიური დერბი გაიმართა. "ბარსელონამ" საკუთარ სტადიონზე "ჟირონას" უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ "ჟირონამ" ისტორიაში პირველად დაამარცხა ბლაუგრანა ანგარიშით 2-4. მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ამ შეხვედრაზე ისაუბრა.

"მე დღეს ვისაუბრებ როგორც ფანი. "ბარსელონასა" და "ჟირონას" მატჩი ძალიან სასიამოვნო გამოდგა. ორივე გუნდი პირისპირ თამაშობდნენ. "ჟირონა" უკეთესი იყო და მეტ წარმატებასაც მიაღწია. მომეწონა მატჩი, სახალისო იყო. ის, რომ "ჟირონას" შეუძლია ამ დონეზე ამხელა შთაბეჭდილების შექმნა, გასაკვირია.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალი" ლა ლიგის მეორე ადგილს იკავებს და ლიდერს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი