ხვიჩა კვარაცხელია დე ლაურენტისის გადაწყვეტილებას ელოდება » სპორტის ხაზი

ხვიჩა კვარაცხელია დე ლაურენტისის გადაწყვეტილებას ელოდება

ხვიჩა კვარაცხელია დე ლაურენტისის გადაწყვეტილებას ელოდება
11-12-2023, 20:37
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაპოლიმ შესაძლოა კვარაცხელიას წლური ანაზღაურება 1.2 მილიონი ევროდან 4 მილიონამდე გაზარდოს.

ხვიჩა და მის გარეშემო მყოფნი ელოდებიან თუ როდის გადაწყვიტავს "ნაპოლის" პრეზიდენტი დე ლაურენტისი ქართველის კონტრაქტის შესახებ დალაპარაკებას. ამის შესახებ მრავალი იტალიური გამოცემაც საუბრობს.

როგორც Mattimo იუწყება: "ქართველის აგენტი მამუკა ჯუღელი დარწმუნებულია, რომ პარტენოპეის ბოსის შეწუხება არ ჭირდებათ. ის ამ თემის განხილვას თავად მოითხოვს. კონტრაქტზე საუბარი ჯერ ჩანიშნული არ არის."

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას მიმდინარე სეზონში 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი