ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრისთვის ემზადება.
ნეაპოლიტანელები "ბრაგას" უმასპინძლებენ.
ამ შეხვედრის წინ "ნაპოლის" საიტის ინფორმაციით ხვიჩა კვარაცხელიამ ვარჯიში გამოტოვა, მიზეზად კი მცირე გაციება სახელდება და არავინ იცის, შეძლებს თუ არა "ბრაგასთან" მატჩისთვის ოპტიმალურ ფორმაში შესვლას.
რაც შეეხება "ნაპოლის" სხვა ტრავმირებულ ფეხბურთელებს არც მათზეა დამაიმედებელი პროგნოზები, სავარაუდოდ, პარტენოპეი იმავე განაცხადით იქნება, თუ კიდევ ვინმე არ გამოაკლდა.
შეგახსენებთ, რომ "ბრაგასთან" შეხვედრა 13 დეკემბერს "მარადონაზე" ჩატარდება.