"ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი" - კიელინის ემოციური განცხადება » სპორტის ხაზი

"ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი" - კიელინის ემოციური განცხადება

"ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი" - კიელინის ემოციური განცხადება
10-12-2023, 15:54
Aa Aa
გაზიარება:

"ლოს ანჯელესის" ვეტერანმა მცველმა "კოლამბუსთან" მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით ისაუბრა:

"სამწუხაროდ, ფინალში ორიდან ერთმა გუნდმა უნდა წააგოს, დღეს მეტოქემ გვაჯობა, თუმცა, უმჯობესია ფინალში წააგო, ვიდრე პირველივე წრეში დამარცხდე. ეს მშვენიერი თავგადასავალი იყო. შეიძლება ჩემი ბოლო მატჩიც იყო, რამდენიმე დღე დამჭირდება გადასაწყვეტად, არ მაქვს ჯერ გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ ჩემს გონებას, გულს და სხეულს უნდა მოვუსმინო. ბოლო კვირებში რამდენიმე შეთავაზება მივიღე. როდესაც აქ მოვედი, ვერასოდეს წარმოვიდგენდი იმას, რაც ამ 18 თვეში განვიცადე, ეს ყველაფერი სამუდამოდ ჩემს გულში დარჩება" - აღნიშნა ჯორჯომ,

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ 39 წლის ფეხბურთელმა "იუვენტუსში" დაბრუნების სურვილი საჯაროდ გამოთქვა, ცხადია, მოთამაშის რანგში არა, მას სურს, რომ ტურინული გრანდის მენეჯმენტში დასაქმდეს: "არ მინდა მატყუარა ვიყო. ჩემს მომავალს იუვენტუსში ვხედავ, არ ვიცი რა პოზიციაზე, მაგრამ მინდა დავბრუნდე. ერთი სული მაქვს, ტურინში ჩავიდე, სტადიონზე მივიდე და თამაშს ვუყურო".
- ამბობს კიელინი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი