საქართველოს ნაკრების წევრს სანდრო მამუკელაშვილს მიმდინარე სეზონში აქვს მცირე სათამაშო პრაქტიკა. ამიტომაც, სან ანტონიო "სპურსმა" და გრეგ პოპოვიჩმა გადაწყვიტა ქართველი გადაეყვანათ G ლიგაში.
სან ანტონიოს გუნდი განვითარების ლიგაში "ოსტინია", რომელმაც "ტეხასს" დაძაბულ ბრძოლაში 124-120 მოუგო.
ამ შეხვედრაში საუკეთესო იყო მამუკელაშვილი. სანდრომ 34 ქულა, 22 მოხსნა, 4 გადაცემა, 2 დაფარება გაიფორმა. მისი გუნდი კი უარყოფითი ბალანსით (5 მოგება, 6 მარცხი) სამხრეთ დივიზიონში მეექვსე პოზიციას იკავებს.