საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ქართულ საფეხბურთო გვერდ Geo Team-ს ესტუმრა, სადაც სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.
ერთ-ერთ მომენტში მან "კოლხეთისა" და "გარეჯის" დაძაბული დაპირისპირების მატჩისწინა ჩაწერილი ვიდეო გაიხსენა, სადაც საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმაც მიიღეს მონაწილეობა და ფოთელებს მხარდაჭერა გამოუცხადეს:
"როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, როცა ვხედავ ეროვნული ნაკრების მოთამაშეები რომელიმე მხარეს არიან, ჩემთვის ეს რთულად გასაგებია. ჩვენი ეროვნული ნაკრების მოთამაშეები ამ ქვეყნის ნაკრებში თამაშობენ, მათ გულშემატკივრები საგარეჯოშიც ჰყავთ," - ლევან კობიაშვილი ფეხბურთელებზე, რომელთაც "გარეჯისა" და "კოლხეთის" შეხვედრამდე ვიდეო ჩაწერეს.
იხილეთ ვიდეო: (Geo Team)