ქართული კლუბები და ძიუდოისტები ძიუდოს ჩემპიონთა ლიგაზე - შედეგები » სპორტის ხაზი

ქართული კლუბები და ძიუდოისტები ძიუდოს ჩემპიონთა ლიგაზე - შედეგები

ქართული კლუბები და ძიუდოისტები ძიუდოს ჩემპიონთა ლიგაზე - შედეგები
9-12-2023, 23:57
Aa Aa
გაზიარება:

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ძიუდოში ჩემპიონთა ლიგის ტურნირი გაიმართა, სადაც ორი ქართული კლუბი – "მებრძოლი" და "გოლდენ გორი" ვიხილეთ.

ორივე ქართული კლუბი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლების მოსაპოვებლად რეპეჟაში გადაერთო.

"მებრძოლი" რეპეჟაშიც წაგებული გამოდგა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.

"გოლდენ გორი“ მესამე ადგილისთვის ქართველი ძიუდოისტების კლუბს, "პარი-სენ-ჟერმენს" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.

ფრანგული კლუბის შემადგენლობაში გადამწყვეტი ორთაბრძოლები ტატო გრიგალაშვილმა და ლაშა ბექაურმა მოიგეს. 2023 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ტურნირის მასპინძელი, ბელგრადული კლუბი გახდა, რომელმაც ფინალში ბერძნული „არისი“ 3:0 დაამარცხა.

"მებრძოლი" : გიორგი თუთაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, ლუკა კაპანაძე, ვალერი იაშვილი , ფრიდონ გიგანი, ლევან გუგავა, ნუგზარ ტატალაშვილი, ომარ ნიაზაშვილი, უშანგი მარგიანი, საბა ინანეიშვილი და ონისე სანებლიძე,

"გოლდენ გორი" : ვაჟა მარგველაშვილი, გიორგი ტერაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი, ზაურ დვალაშვილი და შალვა გურეშიძე.

ძიუდოს 022 წლის ჩემპიონთა ლიგა გორში გაიმართა, სადაც "მებრძოლმა" გაიმარჯვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.