გუნდოგანი:" მე კლოპთან, პეპთან და ჩავისთან მუშაობა მომიწია" » სპორტის ხაზი

გუნდოგანი:" მე კლოპთან, პეპთან და ჩავისთან მუშაობა მომიწია"

გუნდოგანი:" მე კლოპთან, პეპთან და ჩავისთან მუშაობა მომიწია"
9-12-2023, 15:13
Aa Aa
გაზიარება:

თურქეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" ნახევარმცვლეი საუბრობს თავის განვლილ კარიერაზე. თურქს კარიერის განმავლობაში იურგენ კლოპთან, პეპ გვარდიოლასთან და ჩავისთან ერთად მოუწია მუშაობა.

"კლოპთან ერთად დორტმუნდში ჩვენ ვთამაშობდით ინტენსიურ ფეხბურთს მეორე ბურთის მოგებითა და სწრაფად ვიბრუნებდით ბურთს და ის ძალიან დამეხმარა თამაშის გაგებაშიც კი."

"პეპი აქცენტს პოზიციურ თამაშზე აკეთებს. საჭირო იყო შესაბამისი ადგილების პოვნა და ყოველთვის თავისუფალი მოთამაშის ნახვა"

"ჩავი ძალიან ჰგავს პეპს. ერთსა და იმავე ადგილას ვარჯიშობდნენ, ერთნაირი საფეხბურთო განათლება მიიღეს და იმავე მოთხოვნების წინაშე არიან. ისინი მსგავი ფეხბურთის მოყვარულები არიან"


"ბარსელონასთან ერთად ჩვენ კვლავ ვმუშაობთ გუნდის განვითარებაზე. ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ პროექტი შესანიშნავია"

შეგახსენებთ, რომ ილქაი გუნდოგანი "ბარსელონაში" მანჩესტერ "სიტიდან" 2023 წელს გადაბარგდა. მიმდინარე სეზონში თურქის ანგარიშზე 1 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.