"გიორგის ვგულშემატკივრობ და უდიდესს პატივს ვცემ, მაგრამ..." - ლევან კობიაშვილი გიროგი არაბიძის ნაკრებში გამოძახებასთან დაკავშირებით » სპორტის ხაზი

"გიორგის ვგულშემატკივრობ და უდიდესს პატივს ვცემ, მაგრამ..." - ლევან კობიაშვილი გიროგი არაბიძის ნაკრებში გამოძახებასთან დაკავშირებით

"გიორგის ვგულშემატკივრობ და უდიდესს პატივს ვცემ, მაგრამ..." - ლევან კობიაშვილი გიროგი არაბიძის ნაკრებში გამოძახებასთან დაკავშირებით
9-12-2023, 15:05
Aa Aa
გაზიარება:

ქართულმა საფეხბურთო ონლაინ მედიამ "GEO TEAM"-მა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ინტერვიუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან.

ინტერვიუში ბატონმა ლევანმა ასევე ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო ნახევარმცველზე, გიორგი არაბიძეზე და მის პოტენციურ ნაკრებში გამოძახებაზე ისაუბრა:

"ის რომ არაბიძის ნაკრებში გამოძახებას ლევან კობიაშვილი ან ალექსანდრე იაშვილი ბლოკავს, არის ჩვეულებრივი სიგიჟე. გიორგის უდიდეს პატივს ვცემ, ეროვნული ლიგის დაჯილდოებაზეც ვნახე. პირიქით მიხარია, როგორც თქვენ გიხარიათ მე ისე მიხარია მისი წარმატება, გიორგი მე მახსოვს სულ პატარა.მაგრამ მთავარი მწვრთნელი მთავარი მწვრთნელია და თავისი შეხედულება აქვს მე არ ვიცი მარტში ვინ იქნება ნაკრებში, ეს ჩემი საქმე არ არის, თუმცა გიორგი არაბიძეს სულ ვგულშემატკივრობ და ყოველთვის გამიხარდება მისი წარმატება" - ლევან კობიაშვილი "GEO TEAM"-თან ინტერვიუში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი