"არიან ადამიანები, რომლებიც ამ ჩემს პოსტს აფრიალებენ. ამ ადამიანების მოვუწოდებ, რომ სხვა პოსტებსაც გადახედონ." - ლევან კობიაშვილი » სპორტის ხაზი

"არიან ადამიანები, რომლებიც ამ ჩემს პოსტს აფრიალებენ. ამ ადამიანების მოვუწოდებ, რომ სხვა პოსტებსაც გადახედონ." - ლევან კობიაშვილი

"არიან ადამიანები, რომლებიც ამ ჩემს პოსტს აფრიალებენ. ამ ადამიანების მოვუწოდებ, რომ სხვა პოსტებსაც გადახედონ." - ლევან კობიაშვილი
9-12-2023, 14:43
Aa Aa
გაზიარება:

ქართულმა საფეხბურთო ონლაინ მედიამ "GEO TEAM"-მა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ინტერვიუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან.

ინტერვიუში ლევან კობიაშვილმა თავის 2015 წლის განცხადებაზე ისაუბრა, როდესაც ჯაბა კანკავას შეცდომით გამოტოვებული მატჩის გამო, იმდროინდელ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებდა. როგორც იცით ევრო 2024-ის პლეი-ოფის მატჩებს ხვიჩა თითქმის იგივე მიზეზით ტოვებს.

"არიან ადამიანები, რომლებიც ამ ჩემს პოსტს აფრიალებენ. ამ ადამიანების მოვუწოდებ, რომ სხვა პოსტებსაც გადახედონ. მე არ ვწუხდი მხოლოდ იმ მომენტზე, მე პროტესტი მქონდა იმის მიმართ, თუ რა ხდებოდა მაშინ საერთოდ ქართულ ფეხბურთში და არა კონკრეტული ერთი შეცდომის გამო. პრობლემები ხვალაც იქნება და ზეგაც იქნება, იმ პრობლემების გადაჭრის გზა არის მთავარი, მე გაგახსენებთ რა იყო, გახსოვთ ჩვენი რეიტინგში ადგილი? ის ადამიანები ვინც ჩემს პოსტს აფრიალებენ, ზემოთ ამოუყვნენ და სხვა პოსტებიც წაიკითხონ. ბევრს შეიძლება წაეშალა, მაგრამ მე არც წავშლი არასდროს, იმ დროს სხვა რამეზე იყო პრობლემა და არა კონკრეტულ ერთ პრობლემაზე." - ლევან კობიაშვილი "GEO TEAM"-თან ინტერვიუში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი