"რა ახდენს კვარას თამაშზე გავლენას?" - "ნაპოლის" თავკაცის მატჩისშემდგომი სიტყვა » სპორტის ხაზი

"რა ახდენს კვარას თამაშზე გავლენას?" - "ნაპოლის" თავკაცის მატჩისშემდგომი სიტყვა

"რა ახდენს კვარას თამაშზე გავლენას?" - "ნაპოლის" თავკაცის მატჩისშემდგომი სიტყვა
9-12-2023, 12:49
Aa Aa
გაზიარება:

"ნაპოლის" თავკაცმა, ვალტერ მაცარიმ "იუვენტუსთან" მარცხის (0:1) შემდეგ, ჟურნალისტებთან სხვადასხვა თემაზე ისაუბრა:

"ჩემმა ფეხბურთელებმა შესანიშნავად ითამაშეს, თითქმის მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში "იუვენტუსი" საკუთარ საჯარიმოში მოქმედებდა და წინსვლას ვერ ახერხებდნენ. ჩემი აზრით, თუ ასე გავაგრძელებთ, ზედიზედ რამდენიმე მატჩის მოგებას ძალიან მალე შევძლებთ. მომენტებს ვერ ვიყენებთ, არ გვიმართლებს.. თუმცა ვაღიარებ, რომ გარკვეულ ასპექტებზე სამუშაო გვაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქ არ ვიქნებოდი.

რატომ ვეღარ თამაშობს ძველებურად კვარაცხელია? ტიტულის მოგების შემდეგ, მეტოქეები შენი საუკეთესო მოთამაშეების თამაშს სწავლობენ. კვარაცხელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. მოგეხსენებათ, დაცვის მარცხენა ფლანგზე ტრავმირებული მოთამაშეები გვყავს, ეს კი "კვარას" თამაშზე გავლენას ახდენს. მას ფლანგზე არ ჰყავს პარტნიორი, რომელიც თუნდაც ერთ მეტოქეს მაინც მოაშორებს და მეტ თავისუფლებას მისცემს. ძანოლის მოედანზე შემოსვლის შემდეგ, ხვიჩა თავს უკეთესად გრძნობდა"
- განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი