"ახალი იმედებით და უცვლელი მიზნით" - არჩილ ბერიძის განცხადება » სპორტის ხაზი

"ახალი იმედებით და უცვლელი მიზნით" - არჩილ ბერიძის განცხადება

"ახალი იმედებით და უცვლელი მიზნით" - არჩილ ბერიძის განცხადება
8-12-2023, 23:01
Aa Aa
გაზიარება:

ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტი არჩილ ბერიძე განცხადებას ავრცელებს:

"ძვირფასო გულშემატკივრებო! დროა შევაფასოთ 2023 წლის საფეხბურთო სეზონი და ჩემი ემოციები გაგიზიაროთ.

რთული და ამავდროულად საინტერესო წელი გვქონდა, პირველ რიგში მსურს მადლობა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს, ყველა მხარდამჭერს და სპონსორს, ადამიანებს ვინც გასული სეზონის მანძილზე რთულ მომენტებშიც მხარში გვედგა და წარმატებასაც ჩვენთან ერთად იზიარებდა.

დინამო ბათუმს თავისი 100 წლიანი არსებობის ისტორიაში საუკეთესო პერიოდი აქვს, ეს შედეგი ჩვენმა ერთიანობამ და თავდაუზოგავმა შრომამ მოიტანა. ბოლო დროინდელ წარმატებაში განუზომელი წვლილი აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და მის მეთაურს ბატონ თორნიკე რიჟვაძეს, ისევე როგორც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და ბათუმის მერს ბატონ არჩილ ჩიქოვანს

განსაკუთრებული მადლობა ჩვენი გუნდის მოთამაშეებს, სამწვრთნელო შტაბს და პერსონალს. ფეხბურთში მთავარი რათქმაუნდა რეზულტატია, ბოლო სამ სეზონში მეორედ გავხდით ქვეყნის ჩემპიონები და შეუძლებელია ამ შედეგით არ ვამაყობდეთ

აქვე მსურს ჩემი პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოვხატო ბატონი გია გეგუჩაძის მიმართ, რომელმაც 6 წლის მანძილზე უდიდესი სამუშაო გასწია და ჩვენი კლუბის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა

გარკვეულ ეტაპზე ყველა საფეხბურთო კლუბის ცხოვრებაში დგება გარდამტეხი ცვლილებების და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის დრო. ჩემი შეხედულებით სწორედ ეს არის დინამო ბათუმის გულშემატკივრების დაკვეთა და ჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევა სამომავლოდ.

გუნდის ძირითადი ბირთვის შესანარჩუნებლად და შემადგენლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს, თუმცა იმისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, რომ ცალკეულ შემთხვევებში მოთამაშეების შენარჩუნება მხოლოდ ჩვენს სურვილზე დამოკიდებული არ იქნება.

ვემზადებით ახალი სეზონისთვის, ახალი იმედებით და უცვლელი მიზნით - ევროპული საფეხბურთო ტურნირების ჯგუფურ ეტაპზე გასვლა.

გელოდებით ყველას 2024 წელს adjarabet Arenaზე, სადაც ისევ გვექნება თქვენი მხურვალე მხარდაჭერის და სამაგალითო გულშემატკივრობის იმედი"
- ამბობს ბერიძე


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.