საუდის არაბეთი ჩემპიონთა ლიგის შეძენას გეგმავს » სპორტის ხაზი

საუდის არაბეთი ჩემპიონთა ლიგის შეძენას გეგმავს

საუდის არაბეთი ჩემპიონთა ლიგის შეძენას გეგმავს
7-12-2023, 13:33
Aa Aa
გაზიარება:

საუდის არაბეთში ჩემპიონტა ლიგის შეძენას სერიოზულად განიხილავენ, ამაზე გავლენიანი დანიური "Saxo Bank" წერს.

მათი განცხადებით არაბები ჩემპიონთა ლიგის შეძენას იმ შემთხვევაში შეეცდებიან, თუ ახლო მომავალში მსოფლიოში ნავთობის ფასი აიწევს.

"საუდის არაბეთის ეკონომიკის რადიკალური რესტრუქტურიზაცია მიმართულია იქითკენ, რომ ქვეყანა არ იყოს დამოკიდებილი ნავთობიდან მიღებულ შემოსავლებზე და გადაიქცეს ტურიზმის, დასვენებისა და გართობის ცენტრად. ეს გეგმა დამატებით იმპულსს მიიღებს ნავთობზე ფასების მკვეთრი ზრდისგან, რომელიც მაღალი მოთხოვნის შემთხვევაში ბარელზე 150 დოლარს მიაღწევს.

აქედან გამომდინარე, საუდის არაბეთი ხედავს შესანიშნავ პერსპექტივას – ფიფა-ს დახმარებით შეიძინოს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ტურნირია მსოფლიოში" -
წერს "Saxo Bank"


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი