პეპ გვარდიოლა: "დღეს თუ მკითხავთ, ვფიქრობ, რომ პრემიერ ლიგას მოვიგებთ" » სპორტის ხაზი

პეპ გვარდიოლა: "დღეს თუ მკითხავთ, ვფიქრობ, რომ პრემიერ ლიგას მოვიგებთ"

პეპ გვარდიოლა: "დღეს თუ მკითხავთ, ვფიქრობ, რომ პრემიერ ლიგას მოვიგებთ"
6-12-2023, 22:01
Aa Aa
გაზიარება:

ინგლისური გრანდის მანჩესტერ "სიტის" ესპანელი მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა საუბრობს პრემიერ ლიგის მოგებაზე. მას სჯერა, რომ მისი გუნდი წელსაც გახდება ჩემპიონი და დაიცავს თასს.

პეპ გვარდიოლა: "დღეს რომ შემეკითხოთ, ვფიქრობ, პრემიერ ლიგას მოვიგებთ. თუ ჩვენ თამაშს ისე გავარძელებთ როგორც ვთამაშობთ ამას აუცილებლად შევძლებთ. იმ დონეზე, როგორც ლივერპულთან და ტოტენჰემთან ვიასპარეზეთ, ჩვენ ამას ისევ გავაკეთებთ - იმის ცოდნა, რომ ეს ადვილი არ არის, რა თქმა უნდა ვიცი."

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლამ მანჩესტერ "სიტისთან" ერთად პრემიერ ლიგა ხუთჯერ მოიგო. მიმდინარე სეზონში კი მესამე ადგილზე არიან და ლიდერ "არსენალს" 6 ქულით ჩამორჩებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი