"მართალია, რომ ნაპოლი ხვიჩას ახალ კონტრაქტს, 2028 წლამდე უმზადებს?", - ბადრი კვარაცხელიას პასუხი » სპორტის ხაზი

"მართალია, რომ ნაპოლი ხვიჩას ახალ კონტრაქტს, 2028 წლამდე უმზადებს?", - ბადრი კვარაცხელიას პასუხი

"მართალია, რომ ნაპოლი ხვიჩას ახალ კონტრაქტს, 2028 წლამდე უმზადებს?", - ბადრი კვარაცხელიას პასუხი
23-10-2022, 14:27
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, იტალიის სერია ა-ს მე-11 ტურის შეხვედრაში, ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი სტუმრად რომას დაუპირისპირდება.

აღნიშნულ მატჩამდე რამოდენიმე საათით ადრე, ხვიჩას მამა, ბადრი კვარაცხელია გადაცემა "სპორტი იმედზე"-ს სტუმარი იყო, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე იყო, მათ შორის, პრესაში ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციასაც შეეხო, რომლის მიხედვითაც, ნაპოლი კვარაცხელიას ახალ კონტრაქტს, 2028-წლამდე უმზადებს:

"ჩვენთან ამ თემაზე არავის უსაუბრია, პირველ რიგში, თვითონ ხვიჩა არ ფიქრობს ამ თემაზე. ახლა დაემთხვა და ერთ კვირიანი პაუზა ჰქონდა, თორემ როგორც წესი, ყოველ მესამე დღეს თამაში აქვს და სრულიად ამაზეა კონცენტრირებული.

შესაძლო კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ჩვენთან საუბარი არავის ჰქონია, ამიტომ ვერ გეტყვით ზუსტად რა იგეგმება
", - განაცხადა ბადრი კვარაცხელიამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი