მაიკლ ოუენი: "უწინ უამრავი კარგი მოთამაშე იყო" » სპორტის ხაზი

მაიკლ ოუენი: "უწინ უამრავი კარგი მოთამაშე იყო"

მაიკლ ოუენი: "უწინ უამრავი კარგი მოთამაშე იყო"
2-12-2023, 02:47
Aa Aa
გაზიარება:

მაიკლ ოუენი საუბრობს, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი იყო 20 წლის წინ ფეხბურთი.

"ადრე იყო უამრავი შესანიშნავი მოთამაშე, რომლებიც იყვნენ აბსოლუტური მონსტრები, სათანადოდ ნიჭიერები. ახლა, თუ თქვენ შეძლებთ სხვებზე ოდნავ შორს სირბილს და ბურთის A-დან B-ზე გადაცემას, მაშინ შეგიძლიათ ღირსეული კარიერა გქონდეთ პრემიერ ლიგაში. დღეს აღარ გიწევს იყო ისეთივე კარგი მოთამაშე, როგორც 20 ან 30 წლის წინ."

"ადრე უნდა გქონოდა ნამდვილი უნარი და ატრიბუტები იმისთვის, რომ ტოპ მოთამაშე ყოფილიყავი - ახლა სპორტსმენი უნდა იყო. დღევანდელ პერიოდში რომ ვითამაშო, იმავე დონეზე გავიტანდი გოლებს, როგორც ყველა საუკეთესო თავდამსხმელი დღეს. მე ამის აბსოლუტურად მჯერა."

"თქვენ უყურებდით ჩემი თაობის ზოგიერთ მოთამაშეს? მაგალითად, ბრაზილიელ რონალდუს - მართლა მასზე უკეთესია ერლინგ ჰალანდი? მე მიყვარს ჰალანდი, მაგრამ ნამდვილად შეგიძლია თქვა, რომ თუ ტიერი ანრის ან რონალდუს ამ მანჩესტერ სიტის შემადგენლობაში დააყენებდი, ისინი იმავე ტემპით გოლს არ გაიტანენ? რა თქმა უნდა, გაიტანდნენ უფრო მეტსაც"

შეგახსენებთ, რომ მაიკლ ოუენმა პრემიერლიგაში 326 მატჩი ჩაატარა და 150 გოლის გატანაც შეძლო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი