პოსტეკოღლუ: მსგავსი კრიზისი ტრამვების მხრივ არასოდეს მქონია » სპორტის ხაზი

პოსტეკოღლუ: მსგავსი კრიზისი ტრამვების მხრივ არასოდეს მქონია

პოსტეკოღლუ: მსგავსი კრიზისი ტრამვების მხრივ არასოდეს მქონია
1-12-2023, 22:04
Aa Aa
გაზიარება:

ტოტენჰემის თავკაცი ანგე პოსტეკოღლუ ამბობს, რომ მას კარიერაში ასეთი მძიმე ტრავმების კრიზისი არასდროს განუცდია.

11 მოთამაშე დააკლდება სურსს კვირას მანჩესტერ "სიტის" წინააღმდეგ გასვლაზე. პოსტეკოღლუმ დაადასტურა, რომ როდრიგო ბენტანკური მომავალ წლის დასაწყისში დაბრუნდება, პაპე მატარ სარი არ იქნება ეტიჰადზე და ახალგაზრდა ცენტრალური მცველი ეშლი ფილიპსი ასევე დააკლდება ინგლისელებს 2024 წლამდე. რომეროს კიდევ დისკვალიფიკაცია აქვს. გუნდს ასევე დააკლდება: რიჩარლისონი, მედისონი, პერისიჩი, სოლომონი, ვან დე ვენი, ბისუმა.

"სამართლიანია იმის თქმა, რომ ასე არ ვფიქრობ (როდესაც ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა მსგავსი შემთხვევა აქამდე). არც თუ ისე ბევრი ფეხბურთელით დავრჩით ასეთ მოკლე დროის განმავლობაში."

ბენტანკური მხოლოდ დიდხნიანი ტრამვის შემდეგ დაბრუნდა, როდესაც გასულ შაბათ-კვირას "ასტონ ვილას" მცველის მეტი ქეშთან შეჯახების შედეგად ტერფის ტრავმა მიიღო.

"მან ყველაფერი სწორად გააკეთა, კარგი საერთაშორისო შესვენება ჰქონდა, მან თამაში ძალიან კარგად დაიწყო. უბრალოდ ვბრაზდები იმის გამო, თუ რა განიცადა მან."

შეგახსენებთ, რომ "ტოტენჰემი" მეხუთე ადგილს იკავებს პრემიერლიგაში და ლიდერ "სიტის" 4 ქულით ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი