"ახალი ფორვარდის დამატება?" - კარლო ანჩელოტიმ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

"ახალი ფორვარდის დამატება?" - კარლო ანჩელოტიმ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა

"ახალი ფორვარდის დამატება?" - კარლო ანჩელოტიმ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა
1-12-2023, 19:39
Aa Aa
გაზიარება:

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, "გრანადასთან" გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამათა

ანჩელოტიმ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ "სამეფო კლუბი" არავის არ დაიმატებს.

"ჭორები იკარდიზე ან რომელიმე ახალ ფორვარდზე დამატებაზე? არა, ახალ ფორვარდს არ ვავიმატებთ. გუნდი ზაფხულში დავაკომპლექტეთ და საკადრო ცვლილებები არ განიხილება.

გუნდში ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყვავს, მაგრამ ეს ჩვენთვის ჯერ პრობლემას არ წარმოადგენს.

ენდრიკის თამაშით აღფრთოვანებული ვარ, ამიტომ ივლისში მის მოსვლას ველოდები."
- განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალი წელს ლა ლიგას 35 ქულით უდგას სათავეს და მეორე აგილოსანს "ჟირონას" მხოლოდ ბურთების შეფარდებით აღემატება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი