"კვარაცხელია? შემტევის შეცდომებზე ნაკლებად საუბრობენ" - Sky Sports-ის ჟურნალისტი » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია? შემტევის შეცდომებზე ნაკლებად საუბრობენ" - Sky Sports-ის ჟურნალისტი

"კვარაცხელია? შემტევის შეცდომებზე ნაკლებად საუბრობენ" - Sky Sports-ის ჟურნალისტი
1-12-2023, 13:18
Aa Aa
გაზიარება:

Sky Sports-ის ერთ-ერთი სახე ლუკა მარკეტი ჩემპიონთა ლიგაზე, რეალისა" და "ნაპოლის" გასულ დაპირისპირებას ეხმაურება:

"ასეთ მნიშვნელოვან მატჩში მხოლოდ მეკარის დადანაშაულება არასწორია. მხოლოდ მერეტია დამნაშავე? ბურთმა მიმართულება შეიცვალა და ასეთი დარტყმები მარტივი მოსაგერიებელი სულაც არ გახლავთ.

ჩემი აზრით, ბევრად დიდი შეცდომა ხვიჩა კვარაცხელიამ დაუშვა. ოსიმენს საშინელი გადაცემა გაუკეთა, მას ეპიზოდის თავად დასრულება და დარტყმა შეეძლო. ამიტომ მხოლოდ მეკარის დადანაშაულება არასწორად მიმაჩნია. ზოგადად, შემტევების შეცდომებზე ნაკლებად საუბრობენ, თითქოს ეს შეუმჩნეველი რჩება ხოლმე"
- აცხადებს იტალიელი ჟურნალისტი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.