"პენალტი არ უნდა დაენიშნათ" - ნიუკასლის მწვრთნელი მატჩის შემდგომ » სპორტის ხაზი

"პენალტი არ უნდა დაენიშნათ" - ნიუკასლის მწვრთნელი მატჩის შემდგომ

"პენალტი არ უნდა დაენიშნათ" - ნიუკასლის მწვრთნელი მატჩის შემდგომ
29-11-2023, 14:03
Aa Aa
გაზიარება:

ცემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში "ნიუკასლი" "პსჟს" დაუპირისპირდა, შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ფრედ, 1-1 დასრულდა.

ნიუკასლი 94' წუთამდე ისაკის გოლით იგებდა, თუმცა საჯარიმოში ლივრამენტოს ბურთი ხელზე მოხვდა და კაჭკაჭების კარში სიმონ მარჩინიაკმა პენალტი დანიშნა.

"არ მჯერა, ეს არცერთ წესში პენალტი არ არის, გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა, მაქსიმუმი გააკეთა და შედეგი ბოლომდე მიგვყვავდა რომ არა მსაჯის მიერ დანიშნული გაუგონარი თერთმეტ მეტრიანი.

ბურთი ხელზე ტანზე ასხლეტით მოხვდა, აგრეთვე მცველსა და ბურთს შორის დისტანცია ძალიან მცირე იყო, შესაბამისად ხელის გაწევას ვერ მოასწრებდა მცველი, კიდევ სხვა არგუმენტების მოყვანაც შემიძლია, არადა, მსაჯმა ამ პენალტის ეპიზოდამდე ძალიან კარგად იმსაჯა, გული მწყდება.
- განაცხადა ედი ჰაუმ.

ამ შედეგით ჯგუფში სიტუაცია ძალიან დაიძაბა, "დორტმუნდმა" ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა, შესაბამისად, "პსჟ" თუ გერმანიაში მოიგებს ჯგუფიდან გავა სხვა შემთხვევაში მათი მარცხით "მილანი" ან "ნიუკასლი" ისარგებლებენ, რომელბსაც მოგება სჭირდებათ და ერთმანეთს ბოლო ტურში დაუპირისპირდებია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი