"კვარაცხელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელია" - ნაპოლის ყოფილი კაპიტანი » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელია" - ნაპოლის ყოფილი კაპიტანი

"კვარაცხელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელია" - ნაპოლის ყოფილი კაპიტანი
29-11-2023, 13:51
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგიური საღამოს წინ, ნაპოლის ყოფილმა კაპიტანმა ლორენცო ისნინიემ Gazzeta dello sport-თან ვრცელ ინტერვიუში რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.

"მადრიდის რეალთან თამაში ძალიან რთულია, იქაური ატმოსფერო განსხვავებულია, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელების და ვალტერ მაძარის იმედი მაქვს.

არამგონია გუნდში ისეთი სიტუაცია იყოს, რომელსაც ახალი მწვრთნელი ვერ გამოასწორებს, მე მასთან მიმუშავია და ვიცნობ, მას ყველაფერი შეუძლია.

ახლა რა მდგომარეობაა ზუსტად არ ვიცი, გასახდელის გარედან როცა აკვირდები მოვლენებს რაიმე კონკრეტულზე საუბრისგან თავი უნდა შეიკავო, რადგან სწორ დასკვნას ვერ გამოიტან.

ამჟამად გუნდში ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელია, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია, სამწუხაროდ მე მასთან პირისპირ გაცნობის შანსი არ მომეცა, მაგრამ ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და როგორც გულშემატკივარი მასზე დიდ იმედებს ვამყარებ.

რაც შეეხება ოსიმენს, იგი წინა სეზონში უფრო მშვიდად და ლაღად თამაშობდა, ამ სეზონში ეს უჭირს და თუ ძველ განწყობას დაიბრუნებს "პარტენოპეი'' ისევ მომაკვდინებელი გუნდი გახდება.


შეგახსენებთ, რომ ინსინიე "ნაპოლის" ღირსებას 2010-2022 წლებში იცავდა და შემდეგ MLS მიაშურა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი