ანტონიო კონტე იტალიაში ბრუნდება?! - სახელდება კონკრეტული ვარიანტი » სპორტის ხაზი

ანტონიო კონტე იტალიაში ბრუნდება?! - სახელდება კონკრეტული ვარიანტი

ანტონიო კონტე იტალიაში ბრუნდება?! - სახელდება კონკრეტული ვარიანტი
28-11-2023, 12:38
Aa Aa
გაზიარება:

დიდი შანსია, ანტონიო კონტე 2024/25 წლების სეზონიდან კვლავ "იუვენტუსში" დაბრუნდეს. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ილარიო დი ჯოვამბატისტა სოციალურ ქსელში წერს, რომ კონტე ტურინულ გრანდში დაბრუნდება.

მის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე არსებობს, თუმცა, კონკრეტული დეტალები ცნობილი არ არის. იტალიური მედია კონტეს "ბებერ ქალბატონში" დაბრუნებაზე აქამდეც წერდა. კერძოდ, როდესაც კონტემ "ნაპოლიში" მუშაობა უარყო, მაშინვე დაირხა ხმები, რომ ის "იუვეს" წინადადებას ელოდებოდა, რადგან მშობლიურ კლუბში დაბრუნება მისი მთავარი მიზანია.

ცნობისთვის, კონტემ სამწვრთნელო კარიერა 2005-06 წლებში "სიენაში" დაიწყო, შემდგომში კი "იუვენტუსს" 3-ჯერ იტალიის ჩემპიონობა და ორჯერ იტალიის სუპერთასი მოაგებინა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი