"მან თავისი სათქმელი უნდა თქვას" - ვიდალს გარნაჩოს აღნიშვნა არ მოეწონა » სპორტის ხაზი

"მან თავისი სათქმელი უნდა თქვას" - ვიდალს გარნაჩოს აღნიშვნა არ მოეწონა

"მან თავისი სათქმელი უნდა თქვას" - ვიდალს გარნაჩოს აღნიშვნა არ მოეწონა
28-11-2023, 12:20
Aa Aa
გაზიარება:

ვეტერანი მოთამაშე არტურო ვიდალი, "მანჩესტერ იუნაიტედის'' არგენტინელი შემტევის, ალეხანდრო გარნაჩოს გოლის აღნიშვნაზე კომენტარს აკეთებს.

"ევერტონთან'' მატჩში არგენტინელმა ულამაზესი დარტყმით გაახვია ბურთი კარის ბადეში და რონალდუს სტილში აღნიშნა.

"საოცარი გოლია... უბრალოდ, ვერ გავიგე, რატომ აღნიშნა რონალდუს სტილში?! არ მესმის, რატომ არ აკეთებს ამას საკუთარ სტილში. გასაგებია, რომ კრიშტიანუ გარნაჩოს კუმირია, ამას პატივს ვცემ, მაგრამ მან თავისი სათქმელი უნდა თქვას. ის უკვე შესანიშნავი ფეხბურთელია.

წინააღმდეგ შემთხვევაში, არგენტინელი სამუდამოდ ჩრდილში დარჩება. თუმცა, ეს დიდებული გოლი იყო...''
- აცხადებს ვიდალი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი