"ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა" - კვარაცხელიას პირველი კომენტარი წლის საუკეთესოდ დასახელების შემდეგ » სპორტის ხაზი

"ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა" - კვარაცხელიას პირველი კომენტარი წლის საუკეთესოდ დასახელების შემდეგ

"ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა" - კვარაცხელიას პირველი კომენტარი წლის საუკეთესოდ დასახელების შემდეგ
27-11-2023, 15:28
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია – საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის თავდამსხმელი გაზეთ „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვის გამარჯვებული გახდა.

გამოკითხვაში მონაწილეობა 86-მა სპორტულმა ჟურნალისტმა მიიღო, მათგან 85-მა საუკეთესოდ კვარაცხელია დაასახელა, რაც „სარბიელის“ გამოკითხვის ისტორიაში რეკორდული შედეგია. მეორე ადგილზე აიაქსის თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე გავიდა, ხოლო მესამეზე – ვალენსიის მეკარე გიორგი მამარდაშვილი.

დაჯილდოვების ცერემონიას თავად კვარაცხელია ვერ დაესწრო, თუმცა ჯილდოს გადაცემის შემდეგ, აძურას ერთ-ერთმა ლიდერმა დამსწრე საზოგადოებას მიმართა:

"დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, რომელმაც მიიღეთ გამოკითხვაში მონაწილეობა. ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო და სასიხარულოა ეს პრიზი და ვეცდები, რომ კიდევ ბევრჯერ ვასახელო ჩემი ქვეყანა. დიდი მადლობა გულშემატკირებს, როლმებიც ყოველთვის გვერდში მიდგანან და მაფასებენ."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი