“ვერ დავინახე გოლი როგორ გავიტანე“ - გარნაჩო » სპორტის ხაზი

“ვერ დავინახე გოლი როგორ გავიტანე“ - გარნაჩო

“ვერ დავინახე გოლი როგორ გავიტანე“ - გარნაჩო
26-11-2023, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

“მანჩესტერ იუნაიტედმა“ გასვლაზე “ევერტონი“ 0-3 დაამარცხა. მატჩის ანგარიში “მანჩესტერის“ ახალგაზრდა არგენტინელმა ვარსკვლავმა ალეხანდრო გარნაჩომ მე-2 წუთზე ულამაზესი მაკრატელათი გახსნა.

მატჩის შემდეგ არგენტინელმა ფეხბურთელმა “Sky Sports“-თან ისაუბრა:

“არ მჯერა, სიმართლე გითხრათ, ვერ დავინახე თუ როგორ გავიტანე გოლი, მე უბრალოდ გულშემატკივარს ვუსმენდი. ჯერ ნოემბერია, მაგრამ ალბათ სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული გოლი გავიტანე.

19 წლის არგენტინელმა ამ სეზონში 10 მატჩის ჩატარება მოასწრო, “ევერტონთან“ ეს ულამაზესი გოლი მისთვის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გახდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი