"ფიქრობენ, რომ ხალხი აქ ჰატებურის სანახავად მოვიდა" - იტალიელი ჟურნალისტები კვარასკენ იხრებიან » სპორტის ხაზი

"ფიქრობენ, რომ ხალხი აქ ჰატებურის სანახავად მოვიდა" - იტალიელი ჟურნალისტები კვარასკენ იხრებიან

"ფიქრობენ, რომ ხალხი აქ ჰატებურის სანახავად მოვიდა" - იტალიელი ჟურნალისტები კვარასკენ იხრებიან
26-11-2023, 22:55
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიამ "ატალანტასთან" შთამბეჭდავად იასპარეზა, გოლი გაიტანა და გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. ძალიან ეუხეშებოდნენ, რაზეც მსაჯისგან სათანადო რეაგირებაც არ გვინახავს.

პირველ ტაიმში კვარაცხელია რამდენიმეჯერ ჯორჯო სკალვინიმ წააქცია, შეცვლაზე შესულმა 29 წლის ნიდერლანდელმა ჰანს ჰატებურმა კი აღნიშნული მოქმედება განაგრძო.

მატჩის შემდეგ კვარაცხელიას მიმართ მსგავსი მომენტების სიმრავლეზე იტალიელები ბევრს წერენ. გთავაზობთ ორი ცნობილი ჟურნალისტის კომენტარს:

"მსაჯთა კომიტეტმა ყურადღებით უნდა ნახოს ეს მატჩი. ჰატებურმა კინაღამ დაასახიჩრა კვარაცხელია, ლამის მოსტეხა. ასეთ ფეხბურთელს ვამტვრევთ, შემდეგ კი ვტირით სერია A-ს ტექნიკური სიღარიბის გამო". - ამბობს კარლო ალვინო.

"საბედნიეროდ, ჰატებური მოედანზე მხოლოდ 33-ე წუთზე შევიდა, შეხვედრის ორი მესამედის განმავლობაში კვარაცხელიაზე ფეხებში დაუნდობლად ჩარტყმის გარდა არაფერი გაუკეთებია. არბიტრს ის არც კი გაუფრთხილებია. როგორც ჩანს, სამსაჯო სტრუქტურაში ფიქრობენ, რომ ხალხი სტადიონზე კვარაცხელიას კი არა, ჰატებურის თამაშის სანახავად მიდის". - ამბობს პაოლო ძილიანი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი