"ნაპოლიში" ტრავმიანობაა - პარტენოპეის მორიგი მნიშვნელოვანი მოთამაშე გამოაკლდა » სპორტის ხაზი

"ნაპოლიში" ტრავმიანობაა - პარტენოპეის მორიგი მნიშვნელოვანი მოთამაშე გამოაკლდა

"ნაპოლიში" ტრავმიანობაა - პარტენოპეის მორიგი მნიშვნელოვანი მოთამაშე გამოაკლდა
26-11-2023, 18:37
Aa Aa
გაზიარება:

ნეაპოლელებს დაცვაში პრობლემები აქვთ. გასულ ტურში, "ატალანტასთან", ტრავმა მორიგმა ფეხბურთელმა მიიღო, რომელიც სერიოზული გამოდგა.

სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ურუგვაელ მარცხენა მცველს, მატიას ოლივერას, მუხლზე მეორე ხარისხის დაზიანება აღენიშნება, რის გამოც დაახლოებით ერთი თვე ვერ ითამაშებს. სამხრეთამერიკელი მცველი ნაპოლის სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლომდე ვერ დაეხმარება.

ოლივერას ტრავმა ვალტერ მაძარის გუნდისთვის განსაკუთრებით ცუდი იმიტომაა, რომ ასევე ერთი თვით ლაზარეთში იქნება მისი შემცვლელი მარიო რუი. შესაბამისად, ნაპოლის უახლოეს პერიოდში ნომინალური მარცხენა მცველის გარეშე თამაში მოუწევს. მაცარიმ გასულ მატჩში, "ატალანტასთან" ამ პოზიციაზე ბრაზილიელი ჟესუსი გამოიყენა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი