“ილია თოფურიამ ჩემი მენტალიტეტი შეცვალა“ - ფერან ტორესი » სპორტის ხაზი

“ილია თოფურიამ ჩემი მენტალიტეტი შეცვალა“ - ფერან ტორესი

“ილია თოფურიამ ჩემი მენტალიტეტი შეცვალა“ - ფერან ტორესი
26-11-2023, 14:27
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის ნაკრების და ბარსელონას შემტევმა ფერან ტორესმა, UFC-ის ქართველ ვარსკვლავზე, ილია თოფურიაზე ისაუბრა:

“თოფურია აშშ-ში ტურნეს დროს გავიცანი, მთელი მისი გუნდი ცდილობდა ილია ეგრძნო, რომ ის დაუმარცხებელია, რომ მისი დამარცხება ვერავის ვერ შეუძლია. ამან ძალიან მომხიბლა. როდესაც ის ვარჯიშიდან დაბრუნდა მე მას ვკითხე, თუ რას ფიქრობდა თავის შემდეგ მეტოქეზე, მან კი მიპასუხა, რომ ვოლკანოვსკი მასთან ერთ რაუნდსაც ვერ გაძლებდა. ამის მერე ჩემს თავს სულ ვეუბნები, რომ მინდა ვიყო ილიასნაირი, მასავით თავდაჯერებული. ილიასთან შეხვედრის შემდეგ სხვანაირი ადამიანი გავხდი, მე კი ფერანის ეს ვერსია ყველაზე მეტად მიყვარს“ - ფერან ტორესი ილია თოფურიასთან შეხვედრაზე

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია 18 თებერვალს, კალიფორნიაში UFC 298-ზე შერეული ორთაბრძოლების ლეგენდის, ალექსანდერ ვოლკანოვსკის წინააღმდეგ იბრძოლებს საჩემპიონო ქამრისთვის. ეს პირველი სატიტულო ბრძოლაა ქართველი მებრძოლებისთვის. მის გულშემატკივართა სიაში კი ფერან ტორესთან ერთად უამრავი ესპანელი ფეხბურთელია, მათ შორის სერხიო რამოსიც.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.