კარაგერი : "ჩემთვის ლივერპული და ალისონი ძალიან იღბლიანები არიან." » სპორტის ხაზი

კარაგერი : "ჩემთვის ლივერპული და ალისონი ძალიან იღბლიანები არიან."

კარაგერი : "ჩემთვის ლივერპული და ალისონი ძალიან იღბლიანები არიან."
26-11-2023, 02:48
Aa Aa
გაზიარება:

ჯეიმი კარაგერი თვლის, რომ ლივერპულს გაუმართლა მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ, რადგან მასპინძლებს ალისონზე დარღვევის გამო გოლი გაუუქმეს.

"ჩემთვის, ლივერპული და ალისონი ძალიან იღბლიანები არიან. გამორიცხულია, როდესაც მსაჯი გოლს ჩათვლის ნებისმიერ კარში, VAR - ის მსაჯთა ბრიგადამ ეს გადაწყვეტილება შეცვალოს. ეს შემთხვევა ჰგავს ცენტრალური მცველისა და თავდამსხმელის ორთაბრძოლას თავური დარტყმისას" - თქვა კარაგერმა Sky Sports-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ დღეს გაიმართა მანჩესტერ "სიტისა" და "ლივერპულის შეხვედრა, სადაც გუნდებმა ქულა გაიყვეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი