"სანამ ბურთი მასთან მიაღწევს, ყოველთვის იცის, რა უნდა გააკეთოს" - ანტონიო კარეკა ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"სანამ ბურთი მასთან მიაღწევს, ყოველთვის იცის, რა უნდა გააკეთოს" - ანტონიო კარეკა ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს

"სანამ ბურთი მასთან მიაღწევს, ყოველთვის იცის, რა უნდა გააკეთოს" - ანტონიო კარეკა ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს
22-10-2022, 15:45
Aa Aa
გაზიარება:

"ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კარეკამ იტალიურ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა და განაცხადა.

"ქართველი მოედანზე ძალიან კარგად მოძრაობს და სანამ ბურთი მასთან მიაღწევს, ყოველთვის იცის, რა უნდა გააკეთოს. ძალიან ტექნიკურია, ბურთით მარტივად თამაშობს, განსაკუთრებით ერთ-ერთზე დაუმარცხებელია. კვარაცხელია ძალიან მომწონს." - თქვა ბრაზილიელმა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 21 წლის შემტევი "ნაპოლის" რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. ხვიჩას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი