"ჩვენთვის კატასტროფის ტოლფასია" - ლუქსემბურგის მთავარი მწვრთნელი მომავალ მატჩზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"ჩვენთვის კატასტროფის ტოლფასია" - ლუქსემბურგის მთავარი მწვრთნელი მომავალ მატჩზე საუბრობს

"ჩვენთვის კატასტროფის ტოლფასია" - ლუქსემბურგის მთავარი მწვრთნელი მომავალ მატჩზე საუბრობს
23-11-2023, 19:40
Aa Aa
გაზიარება:

ლუქსემბურგის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუკ ჰოლცმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩზე ისაუბრა.

"კატასტროფაა, როცა ასეთი თამაშის გამოტოვება გიწევს. ეს წესები და ასევე VAR-ის მოქმედებები სულ უფრო და უფრო გაუგებარია. იმ ადამიანების მიმართ, ვინც ასეთ წესებს ადგენს, სიმპათიას არ ვგრძნობ.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვიდეორეფერის დანერგვის დღიდან უფრო მეტი არასწორი გადაწყვეტილება ვნახეთ, ვიდრე მანამდე"
- თქვა ჰოლცმა.

სინანიმ ლიხტენშტაინთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც 21 მარტს საქართველოსთან პლეი-ოფის ნახევარფინალურ შეხვედრას გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს, დისკვალიფიკაციის გამო ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი