"არ გვინდა გავრისკოთ" - ოსიმენმა შესაძლოა "ატალანტასთან" მატჩი გამოტოვოს » სპორტის ხაზი

"არ გვინდა გავრისკოთ" - ოსიმენმა შესაძლოა "ატალანტასთან" მატჩი გამოტოვოს

"არ გვინდა გავრისკოთ" - ოსიმენმა შესაძლოა "ატალანტასთან" მატჩი გამოტოვოს
23-11-2023, 13:38
Aa Aa
გაზიარება:

სერია A-ს მე-13 ტურში ნაპოლი გასვლაზე ატალანტას დაუპირისპირდება და მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებას შეეცდება.

ამ მატჩისთვის გუნდს ნიგერიელი ფორვარდი, ვიქტორ ოსიმენი დაუბრუნდა, თუმცა როგორც მედიაში წერენ, შესაძლოა 24 წლის ფეხბურთელმა ბერგამოელებთან შეხვედრა გამოტოვოს.

Corriere del Mezzogiorno-მ მიმოიხილა ნაპოლის თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის მდგომარეობა: "მომდევნო რამდენიმე საათი იქნება გადამწყვეტი იმის დასადგენად, იქნება თუ არა ნიგერიელი თავდამსხმელი ბერგამოს გასვლით მატჩზე მინიმუმ სათადარიგო სკამზე. მისი მდგომარეობა, ტრავმის შემდეგ საგრძნობლად გაუმჯობესდა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა გავრისკოთ."

შეგახსენებთ, რომ ოსიმენმა ტრავმა სანაკრებო პაუზის დროს მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი