ჰოლანდმა ბავშვობის გუნდი დააფინანსა, “ბრინეს“ უმაღლეს დივიზიონში ამოსვლის შანსი აქვს » სპორტის ხაზი

ჰოლანდმა ბავშვობის გუნდი დააფინანსა, “ბრინეს“ უმაღლეს დივიზიონში ამოსვლის შანსი აქვს

ჰოლანდმა ბავშვობის გუნდი დააფინანსა, “ბრინეს“ უმაღლეს დივიზიონში ამოსვლის შანსი აქვს
23-11-2023, 04:30
Aa Aa
გაზიარება:

მანჩესტერ “სიტის“ ვარსკვლავის, ერლინგ ჰოლანდის ბავშვობის გუნდ “ბრინეს“ ნორვეგიის უმაღლეს დივიზიონში ამოსვლის შანსი აქვს. ამისთვის “ბრინეს“ პლეი-ოფის თამაშების მოგება სჭირდება.

პირველი მატჩი ჰოლანდის გუნდს “სტარტთან“ აქვს. ერლინგმა მთლიანად დააფინანსა თავისი ბავშვობის გუნდის ფანების გასვლითი მატჩი. “სტარტთან“ მატჩს 200-მდე “ბრინეს“ გულშემატკივარი დაესწრება, ჰოლანდს კი ეს ყველაფერი 13 000 ევროდ უჯდება.

“ბრინე“ 2003 წლის შემდეგ არ ყოფილა ნორვეგიის უმაღლეს დივიზიონში და ამდენი წლის მერე ჰოლანდის ბავშვობის კლუბს ელიტაში დაბრუნების სერიოზული შანსი გაუჩნდა.

ჰოლანდი “ბრინეში“ 2006 წლიდან 2017 წლამდე ირიცხებოდა, მისი თქმით ეს კლუბი მისი ბავშვობის საყვარელ გუნდად რჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი