საქართველოსა და ვალენსიას კარის დარაჯი, გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც იმ დანაკლისზე საუბრობს, რომელსაც ჯვაროსნები მნიშვნელოვან მატჩამდე რამდენიმე თვით ადრე წააწყდნენ.
"დასანანი შეცდომა იქნა დაშვებული, რომელმაც როგორც ფეხბურთელებს , აგრეთვე გულშემატკივარს ძალიან გული დაგვწყვიტა. ვფიქრობ ამ ყველაფრის გამოსწორება მხოლოდ ერთიანობით არის შესაძლებელი, როგორც მოედანზე ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ხვიჩას დანაკლისი რა თქმა უნდა უდიდესი იქნება პლეი-ოფის შეხვედრაში, მაგრამ თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ 21 მარტის თამაში წარმატებით დავასრულოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი თანაგუნდელებისთვის. ასევე ჩვენი გუნდის წევრის შეცდომა ჩვენვე გამოვასწოროთ ერთიანობით. ყველას გელოდებით ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ ისტორიულ შეხვედრაზე."
შეგახსენებთ, რომ ზედიზედ სამ მატჩში მიღებული ყვითელი ბარათის გამო, ხვიჩა კვარაცხელია ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალურ შეხვედრას გამოტოვებს.