საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს უმნიშვნელოვანესი ფიგურა გამოაკლდა » სპორტის ხაზი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს უმნიშვნელოვანესი ფიგურა გამოაკლდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს უმნიშვნელოვანესი ფიგურა გამოაკლდა
22-11-2023, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

2-3 დეკემბერს იაპონიაში ტოკიოს გრანდ სლემი ჩატარდება . აზიურ დედაქალაქში საქართველოს ნაკრები 17 სპორტსმენითა და უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით უკვე 1 კვირაზე მეტია ტოკიოში იმყოფება და იაპონიის ნაკრებთან ერთად საერთო წვრთნას გადის.

როგორც ცნობილი გახდა, ტოკიოს გრანდ სლემიდან მოეხსნა და ნაკრებს შეკრებაზე ვერ გაყვა, 2-გზის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი - ტატო გრიგალაშვილი.

ტატო გრიგალაშვილი მედიასთან საუბარში ადასტურებს, რომ იგი პირადი მიზეზების გამო ტოკიოს გრანდ სლემზე ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი